saqarTvelos qedebi - gormaRalis qedi

 

ქედი საქართველოში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთი განშტოება, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონისა და მისი მარჯვენა შენაკადების ლაჯანურისა და ასკისწყლის აუზების წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალები: გორმაღალი (1728 მ), ლაილაში (1640 მ), გველისთავი (1465 მ). აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.